მამუკა მდინარაძე: მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

მამუკა მდინარაძე: მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ საჭირო გახდება, პრემიერის და მთავრობის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეს არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ალბათ ბევრია ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შარშანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ კიდევ შეიძლებოდა ამ ნიშნულით გაგრძელებულიყო ზრდა. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ, რომ ამის კვალდაკვალ ჩვენ შევძლოთ ფასები დარეგულირება და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეტოს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.