გიორგი ჯანჯღავა: ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს

გიორგი ჯანჯღავა: ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს

ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს. ეს არის ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიულ პარტნიორობა, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ზუსტად ასევე ეხმარება თურქეთი საქართველოს, ვახსენოთ თუნდაც ხანძრების თემა. ჩვენი უკვე დაკომპლექტებული სამაშველო კორპუსი უკვე გამოემგზავრა საქართველოდან თურქეთში სპეცტექნიკით. თურქეთს პირველ რიგში ეს დახმარება სჭირდება. ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა თურქეთში საქართველოს ამ ნაბიჯმა“, - განაცხადა ჯანჯღავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა.