შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის პროცესზე: მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის პროცესზე: მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.