„ქართული ოცნება“: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო

„ქართული ოცნება“: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. პარტია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.