თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის 12 ქალაქი ძლიერმა მიწისძვრამ თიტქმის სულ გაანადგურა. როგორც for.ge-ს თურქეთიდან ატყობინებენ ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად 900-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ხოლო დაკარგულთა რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ძლიერი მიწისძვრა ასევე სირიაშიც მოხდა, რასაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, თურქეთში სირიის საზღვართან მიწისძვრა გამთენიის მოხდა, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდი 7,8 ბალს შეადგინა. ძლიერი მიწისძვრა ახლახანს განმეორდა, ბიწისქვეშა ბიძგები ახლა 7,7 ბალი იყო.
ცნობისთვის, თურქეთში ასეთი დიდი მიწისძვრა ბოლოს 1939 წელს მოხდა.