საქართველოს საელჩო თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთში სირიასთან საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.