„ნაციონალურ მოძრაობა“ რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები.
„ის, რაც ნავარაუდევი იყო, ის შედეგია ზუსტად სახეზე. რასაც ვამბობდით, რომ ეს პარტია იშლება და რეალურად დაიშალა, რადგან იგივე ადამიანებისგან შემდგარი ერთობა ეს ნამდვილად აღარ არის. საზოგადოებას ახლა სჭირდება მისთვის საინტერესო საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება. ამით იქნება ხელისუფლებაც დაკავებული და არა იმ საკითხების ანალიზით, თუნდაც დაკვირვებით, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართული ყრილობის შედეგად ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა. მისი უფლებამოსილების ვადად ორი წელი განისაზღვრა. პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს ლევან ბეჟაშვილი. გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილია. პარტიულ შეკრებაზე გამოჩნდა გიგი უგულავაც.