მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სასამართლოზე: პროცესი მიმდინარეობდა ტრანსპარანტულად, არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სასამართლოზე: პროცესი მიმდინარეობდა ტრანსპარანტულად, არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა და არავის მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო.

„ვფიქრობ, პროცესი სრულფასოვნად ჩატარდა, მიუხედავად კრიტიკული განცხადებებისა, რომ საკითხი სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს. ამ დროს, არაფრით შეიძლებოდა დაზიანებულიყო ის ამოცანა, რასაც ჰქვია საკითხის სრულფასოვნად განხილვა. პროცესი მიმდინარეობდა ტრანსპარანტულად და მთელმა საზოგადოებამ თვალი ადევნა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. არავის მიეცა შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოებისთვის რაიმე ფაქტი ბურუსით მოცული დარჩენილიყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.