აქართველოს ბანკი სასტუმრო და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც 5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა.
ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა. სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც 100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე აქვს.
„საქართველოს ბანკის დახმარებით შევძელით ახალი პროექტის განხორციელება. რაც მთავარია, ჩვენი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდა. ეს მოიცავს ენერგომისიურ მინებს, რომელიც დიდი რაოდენობით აკავებს სითბოს. ასევე, სასტუმროს ნომრის ჭერი და კედლები აშენებულია სპეციალური მასალით, რაც ტემპერატურის მიმოცვლასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებითა და სისტემებით, ცეცხლმედეგი კარებით, იატაკით და ფარდებით. სასტუმროში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჩვენი პანორამული ხედებით და ესტუმრონ ჩვენს რესტორანს, სადაც ცნობილი ბრენდ შეფის კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებენ “, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა, ილია ცინცაძემ.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით პროექტის დაფინანსება, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.