8 თებერვლამდე საქართველოს მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
გაეროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში, 8 თებერვლის დილამდე, მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში - ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი; ზღვაზე - 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე - ლიპყინული, მთიან რეგიონებში - ზვავსაშიშროება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ სააგენტოში.