არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს აქვს ყველანაირი საფუძველი, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს მათივე გამოცემულ შეფასების ანგარიშში ჩანს

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს აქვს ყველანაირი საფუძველი, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს მათივე გამოცემულ შეფასების ანგარიშში ჩანს

ერთი რამ უდავოა, რომ ევროკავშირს აქვს ყველანაირი საფუძველი, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და ეს მათივე გამოცემულ შეფასების ანგარიშში ჩანს და ასახულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„3 ქვეყნის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა. აქედან 2 ქვეყანას - უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. საქართველო შეფასებებში საუკეთესოა. აქედან გამომდინარე, უბრალო ლოგიკაა, რომ თუ 2 ქვეყანას, რომელსაც ბევრი მიმართულებით ჩვენზე დაბალი შეფასება აქვს და მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოც იმსახურებს, რადგან უკეთესი შეფასება აქვს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.