კელი დეგნანი: მიხარია, რომ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება

კელი დეგნანი: მიხარია, რომ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება

საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოლაპარაკება საქართველოს და ამერიკას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების გაფორმებაზე არის თანამშრომლობის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს უფრო გააიოლებს და გააღრმავებს თანამშრომლობას იმ მიმართულებით, რომ დამნაშავეები საქართველოშიც და ამერიკაშიც სათანადოდ იყვნენ გასამართლებულნი. ამის შესახებ კელი დეგნანმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში მრავალ ათწლეულს ითვლის, რათა ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს და დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნების ხელისუფლება მოახდენს ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიღებას, ის არა მარტო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გააუმჯობესებს ქართველი და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, რადგან უზრუნველყოფს იმ დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე სათანადოდ წარდგენას​, რომლებმაც ჩაიდინეს ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მართლმსაჯულების და სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო ღრმავდება", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

merab "ორმხრივი თანამშრომლობა" ასე უნდა გავიგოთ: ამერიკის მხარე ეუბნება, საქართველო - ასრულებს. "გაღრმავება" - გეი პიდერ ნაც გენდერული თეორიების შესწავლის შემდეგ, პოლიცია მოკლე კაბებით და ბაფთებით დადგება ტრასაზე.
"დამნაშავე" - ვინც ხელს უშლის გეი პიდერ ნაც მიზნებს, ანუ ქართველი ხალხი და ა. შ.
დროა გაშიფვრა ვისტავლოთ კიბერ პედარასტული დასავლეთის ნათქვამების.
2 წლის უკან
merab კიბერის მაგივრად გეი
2 წლის უკან