გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

როდესაც ეს მოსამართლემ შენიშნა მარიამ ჯიშკარიანი გააძევა დარბაზიდან. ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. სხვათა შორის, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც ის მოწმე, ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„შენიშვნა მისცა მასაც მოსამართლემ, არ ვიცი, გარედან კიდევ სწერდა თუ რა იყო, მაგრამ ტელეფონში იყურებოდა. მოსამართლემ უთხრა, სანამ თქვენც არ გაგაძევებთ, შეინახეთ ტელეფონიო და ამის შემდეგ დემონსტრაციულად ჩადო ჩანთაში, თორემ კიდევ აგრძელებდა ეს ადამიანი ტელეფონში ყურებას პასუხების დროს.

რაც შეეხება სააკაშვილის კვებასა და კალორაჟის მიღებას, ისინი ძალიან მარტივად პასუხობენ, რომ განა არ ჭამს, ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებსო. კარგით, დავიჯერეთ, რომ ვერ იღებს საკვებს, მაგრამ პარენტერალური კვება ხომ ანაზღაურებს იმ დანაკლისს, რასაც ვერ იღებს პაციენტი, ამაზე რატომ არ თანხმდებიან?“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლის განმარტებით, ჯიშკარიანი მოწმეს, რომელიც იმ წუთებში დარბაზში იკითხებოდა, SMS-შეტყობინებებს პასუხების სახით უგზავნიდა.