სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ბევრი არიან თუ ცოტა, ლობისტები ჰყავთ. როდესაც იტყვიან, რომ სააკაშვილი ჰგავდა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს, ისეთ მდგომარეობაში იყოო, ანუ მან მიზანს მიაღწია. 1000-დან 13000-მდე კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ შეწყვიტოს კლება და მომატება დაიწყოს, იღებს 500 კალორიას, როგორც ექიმები გვეუბნებიან. თუ ადამიანს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავენ და ეშინიათ, რომ არ მოკვდეს, ელემენტარულად თვითონ მათ ხო უნდა ურჩიონ, რომ ინტრავენურ კვებაზე დათანხმდეს, რომ დამატებითი 500 კალორია ამით მიიღოს?“ , - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.