ბოლო პროცესების პერიოდში დაიკითხნენ საქართველოს წარმომადგენელი ექსპერტები, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა და სხვათა შორის შედარებით, იმ უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც როგორც ჩანს სხვა სტანდარტებით აზროვნებენ, ზოგიერთმა მათგანმა კონკრეტულად ისაუბრა და უფრო სიმართლესთან მიახლოებული დასკვნები გამოიტანა და უფრო მიუკერძოებელი, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც მოწამვლას ჰქონდა ადგილი და როდესაც ტოქსიკოლოგიის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმის ფარგლებშია ამ მძიმე მეტალების ოდენობა, შემდეგ გადავიდნენ ასეთ არგუმენტებზე - ექიმმა ეს კვლევა მოითხოვა 25 მაის და 31 მაისს ჩატარდა. 31 მაისს კი იყო ნორმის ფარგლებში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა 25-ში ეს ნორმაზე მეტი ყოფილიყო, აი ამას ატრილებდნენ უცხოელი ექსპერტები.
ქართველმა ექსპერტმა თქვა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კვლევა ერთი კვირით ადრე ჩატარდება თუ ერთი თვის შემდეგ, რადგან ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნას თვეები სჭირდება. შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ის სამი ექსპერტი, რომელმაც დადო ეს დასკვნა, რომ „ემპათიის“ დასკვნა არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობა, ეს ექსპერტები გამოვლენ და დაიკითხებიან როგორც მოწმეები. მთავარი სიახლე იყო ბოლო დღეს სააკაშვილის გამოჩენა და ესეც გასაგებია, თუ რისკენ იყო მიმართული“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.