აკაკი ბობოხიძე: საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული სამყარო გაცილებით უფრო შინაურულია, ვიდრე ცივილური სამყარო

აკაკი ბობოხიძე: საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული სამყარო გაცილებით უფრო შინაურულია, ვიდრე ცივილური სამყარო

„მე შინაარსზე საუბარს არ დავიწყებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ შინაარსზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმატით მიმდინარეობს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის“  - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე კარასინი აბაშიძის ჩანაწერებს

 „ამ საუბრიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული სამყარო არის გაცილებით უფრო შინაურული, გაცილებით უფრო ბუნებრივი, ვიდრე ცივილური სამყარო.

საქართველოს ხელისუფლება თავს კომფორტულად სწორედ რუსულ სამყაროში გრძნობს მიუხედავად იმისა იქნება ეს ქვეყნისთვის სასარგებლო თუ საზიანო. რაც ყველაზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელია, ვინ არის ის წარმომადგენელი რომელსაც მოკითხვა შემოუთვალა კარასინმა აბაშიძის პირით“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ

Aburjga Tasmanieli ზესტაფონი არის ცივილური სამყარო თუ ისე რა..?!
2 წლის უკან
amo ცივილურია ის სამყარო, რომ გიკიჟინებს დამნაშავე ციხიდან გამოუშვიო? არ ამბობს, რომ დამნაშავე არ არისო? რა გამოდის? ეგენი რუსებზე უკეთესები რით არიან ჩვენთან მიმართებაში და საერთოდ? ორივე ნაგავია.
2 წლის უკან