პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მშვიდი გარემო, ხოლო არცთუ შორს არის საომარი მოქმედებები, ქვეყანა ხდება მიმზიდველი ბიზნესისთვის. ასე ხსნის პაპავა „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
„ძალიან ბევრი ხაფანგი იყო დაგეგმილი, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ომში. ამ ყველაფერს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით გაართვა თავი. როდესაც ქვეყანაში არის მშვიდი გარემო, ხოლო არცთუ შორს არის საომარი მოქმედებები, ქვეყანა ხდება მიმზიდველი ბიზნესისთვის“, - აცხადებს ლადო პაპავა.
საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.