ბრიუსელის მეტროში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ბრიუსელის მეტროში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანზე ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ცივი იარაღით თავდასხმა მეტროსადგურ შუმანზე. პოლიციამ თავდამსხმელი სწრაფად დააკავა“, - განაცხადა ბრიუსელის მერმა, ფილიპ კლოზმა.

ამ ეტაპზე პოლიცია თავდამსხმელის მოტივზე კომენტარს არ აკეთებს.