ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. მას იმასაც კი არ ეუბნებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. მას იმასაც კი არ ეუბნებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში

მან პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილს იმასაც კი არ [ეუბნებიან] თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.