„ემპათის“ ექსპერტი მანანა კვარცხავა მოსამართლის კითხვაზე, სად გაეცნო სამხარაულის დასკვნას - არ გპასუხობთ ამ კითხვაზე

„ემპათის“ ექსპერტი მანანა კვარცხავა მოსამართლის კითხვაზე, სად გაეცნო სამხარაულის დასკვნას - არ გპასუხობთ ამ კითხვაზე

არ ვპასუხობ მე მაგ კითხვაზე, - ასე უპასუხა „ემპათიის“ ექსპერტმა, ექიმმა, გასტროენტეროლოგმა მანანა კვარცხავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვას, რა ფორმით გაეცნო სამხარაულის დასკვნას.

მანამდე, პენიტენციური სამსახურის იურისტმა, ნიკა აბრამიშვილმა „ემპათიას“ ექსპერტს ჰკითხა:

„თქვენ აღნიშნეთ, რომ გაეცანით სამხარაულის დასკვნას, სად გაეცანით, სად გასაჯაროვდა? რის შემდეგაც ექიმ-გასტროლოგს მოსამართლე გიორგი არევაძემაც დაუსვა კითხვა, თუ რა ფორმით გაეცნო და სად მიუწვდებოდა ხელი დასკვნაზე.

„იურისტებმა გიპასუხონ ამ კითხვაზე, ადვოკატებმა....მე როგორ უნდა გითხრათ, არ ვპასუხობ მე მაგ კითხვაზე”, - დასძინა კვარცხავამ და მოსამართლის რეპლიკაზე,“ქალბატონო მანანა, თქვენ იკითხებით აქ”, „ემპათიას“ ექსპერტმა გაიმეორა:

„არ გპასუხობთ ამ კითხვაზე”.

ამის შემდეგ ექიმ - გასტროლოგს მოსამართლემ მიმართა, დასკვნის შესახებ ტელევიზიით ხომ არ მოისმინა, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ იურიდიულ საკითხებზე არ ისაუბრებს.

„ მე არ გეტყვით ადვოკატები გიპასუხებენ, იურიდიულ საკითხებზე მე არ გიპასუხებთ. მე მკითხეთ კლინიკურად“, - განაცხადა მან და დასძინა:

„ხო, მაგრამ ხომ მაქვს უფლება, რომ არ გიპასუხოთ მაგ კითხვაზე...არა მაქვს? როგორ არა მაქვს, ეს არის კითხვა, რომელზეც შემიძლია არ გიპასუხოთ. ტელევიზიითაც მოვისმინე და ყველა ჟურნალისტი მაგას ლაპარაკობს და მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს”,- განაცხადა ექიმმა.

პენიტენციური სამსახურის იურისტის კითხვაზე, სად გაეცნო შინაარს, „ემპათიას“ ექსპერტმა უპასუხა, რომ ტელევიზიიდან.

შეგახსნეებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე „ემპათიას“ ექსპერტები დაიკითხნენ. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო 1-ელ თებერვალს გააგრძელებს მსჯელობას.