ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქართული ბრენდების ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით ახალ აქციას იწყებს: მომხმარებლები, რომლებიც ლიბერთის Mastercard ბარათით აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტების ონლაინ მაღაზიებში გააკეთებენ შენაძენს, გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნებენ ანგარიშზე.
აქციაში მონაწილე CashBack-ის მეგობარი ქართული ბრენდები და პირობები:
- 1 თებერვალი - Person - 60% | https://person.ge
- 2 თებერვალი- Onemall • ვანმოლ - 30 % | https://onemall.ge
- 3 თებერვალი- Ninea • ნინეა - 40% | https://ninea.ge
- 4 თებერვალი- გოგოშა • GOGOSHA - 50% | https://gogosha.ge
- 5 თებერვალი- Hamo • ჰამო - 50% | https://hamo.ge
ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და ონლაინ გადახდისას ლიბერთის Mastercard ბარათის გამოყენება.
აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, დაბრუნებული ქეშბექის ლიმიტია 200 ლარი. აქცია ძალაშია 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით.
„ქართულ ბრენდებთან მეგობრობა, ლიბერთის ლოიალობის მიმართულებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის მუდმივად აქტიური გვაქვს ეს შეთავაზებები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილიც შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში.
ელექტრონული კომერციის კუთხით, როგორც ლიბერთის მომხმარებლების, ასევე ქართული ბრენდების ონლაინ მაღაზიებში გადახდების წახალისება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. მოხარული ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდეთ ანგარიშზე და სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ყველაზე მაღალი ქეშბექით“ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:
- გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
- გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
- გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.