„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

„რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 41 264 შეადგინა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე განაწილდა:

ნონა მამულაშვილი- 1537 ხმა, რაც შეადგენს 3, 73 %-ს.

ნიკა მელია- 16 476 ხმა, რაც შეადგენს ზუსტად 40%-ს.

გიორგი მუმლაძე-1516 ხმა, რაც შეადგენს 3,68 %-ს.

ლევან ხაბეიშვილი-21 656 ხმა, რაც შეადგენს 52, 58%-ს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი. პირველივე ტურში 52, 58%-ით გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.