ბექა დავითულიანი: ამ არჩევნებითა და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირებით, ზიანდება ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა

ბექა დავითულიანი: ამ არჩევნებითა და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირებით, ზიანდება ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა

ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არ ვიცი და სულ ერთია, სიმართლე რომ გითხრათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.

„ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არ ვიცი და სულ ერთია, სიმართლე რომ გითხრათ ჩვენთვის და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, გარდა მათი ამომრჩევლებისა. ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან ამ არჩევნებითა და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირებით, ზიანდება ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა“, - განაცხადა დავითულიანმა.

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.