ნიკა მელია: კეზერაშვილი და მერაბიშვილი, მათი რამდენიმე პარლამენტის წევრი მეგობარი, ფარული ჩანაწერებით აღმა-დაღმა დადიოდნენ

ნიკა მელია: კეზერაშვილი და მერაბიშვილი, მათი რამდენიმე პარლამენტის წევრი მეგობარი, ფარული ჩანაწერებით აღმა-დაღმა დადიოდნენ

პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დათო კეზერაშვილთან და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობს არ აპირებს. 

"მე ნამდვილად არანაირ თანამშრომლობას დათო კეზერაშვილთან, არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან არ ვაპირებ.

ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერები და მის გამოყენებით, დიახაც,  ვანო მერაბიშვილის და დათო კეზერაშვილს და მათ რამდენიმე მეგობარი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და თვე-ნახევრის განმავლობაში ფარული ჩანაწერებით აღმა-დაღმა დადიოდნენ.

ჩემთვის ეს არის სიბინძურე. რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი. ეს არის წარმოუდგენელი ფენომენი ფარული ჩანაწერი, მიყურადება. რომელსაც შეწყნარება ჩემი მხრიდან არ ექნება. მხოლოდ ეს ფაქტი საკმარისია ჩემთვის არასდროს ვიფიქრო ამ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება" - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის მთავარი"