რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე

რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე

გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ამ ბატონის გადადგომა ზუსტად იჯდა „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარსა და დღის წესრიგში. მისი პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე. თუმცა, აქაც ჩანს, რომ ასეთი ადამიანები სინამდვილეში ერთიანდებიან ან ვინმეს დავალებით (გავიხსენებ გიული ალასანიას დანანებით საუბარს გახარიაზე, რომელიც მას არ უარუყვია და ესეც საინტერესო პასაჟია), ან მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გამო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის რეგიონებიდან დაწყებულ თანამშრომლობას გიორგი მუმლაძე ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ თანამშრომლობის გამო დაკარგა პარტიამ ამომრჩევლის ნდობა.