გიორგი მუმლაძე: ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით

გიორგი მუმლაძე: ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით

ამ ადამიანმა დაგვთხარა თვალები, მოგვწამლა და ფაქტობრივად, როდიონოვი-2 მოგვევლინა იმით, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველად, ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

„ამ ადამიანთან შემდეგ პოლიტიკურ ალიანსში შესვლა პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ ჩვენ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით“, -განაცხადა მუმლაძემ.