ვიქტორ ორბანი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხულია

ვიქტორ ორბანი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხულია

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, - ამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას, ეს გამორიცხულია”, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ი, მაგრამ უნგრეთი, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური და Rosatom-თან ერთად მის გაფართოებასაც გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.