გელა ნიკოლაიშვილი: ისინი როდესაც ამბობენ განუსაზღვრელ დემენციას, წარმოიდგინეთ სააკაშვილი, რომელიც აანალიზებს, წერს, 5 ენაზე მიმართავს - დემენცია არის ჭკუასუსტობა, ამ შემთხვევაში მას ჭკუასუსტობა არ ეტყობა

მიხეილ სააკაშვილის დემენცია დაუზუსტებელია. მაგალითად დემენციასაც, ისევე როგორც სხვა დაავადებას, აქვს თავისი სტადიები. ექიმების მტკიცებით, ნებისმიერ 50 წელს გადაცილებულ ადამიანს, მეტნაკლებად შეიძლება სიტყვა დაავიწყდეს - ამასაც დემენციის სუსტი ფორმა ჰქვია , - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ისინი როდესაც ამბობენ განუსაზღვრელ დემენციას, წარმოიდგინეთ სააკაშვილი, რომელიც აანალიზებს, წერს, 5 ენაზე მიმართავს, ეტყობა მას? დემენცია არის ჭკუასუსტობა. ამ შემთხვევაში მას ჭკუასუსტობა არ ეტყობა. კიბოც არის მძიმე დაავადება, მაგრამ თუ ის არ არის მე-4 სტადიაში, iის არ ექვემდებარება გათავისუფლებას“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.