ბექა დავითულიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ყველგან ბიძინა ივანიშვილი გაამართლეს და თანხას მაინც არ უბრუნებენ, რაც ეჭვებს აღძრავს

ბექა დავითულიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ყველგან ბიძინა ივანიშვილი გაამართლეს და თანხას მაინც არ უბრუნებენ, რაც ეჭვებს აღძრავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი „ქრონიკაში“ ჩართვისას გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

დავითულიანის თქმით, როდესაც ადამიანს აქვს თანხა შეტანილი ბანკში და ბანკის თანამშრომელმა ეს თანხა მისი ნებართვის გარეშე უკანონოდ და წამგებიანად განკარგა და უკან არ უბრუნებენ, ასე არსად ხდება და რა თქმა უნდა ეჭვებს აღძრავს.

„დღემდე რა პროცედურებიც არბიტრაჟსა და სასამართლოებში შედგა, ყველგან ბიძინა ივანიშვილი გაამართლეს. მეტიც, ბანკს დაევალა, რომ თანხა ჩაერიცხა. არ ჩარიცხა და მერე სპეციალურად ამაზე სარჩელი იყო შეტანილი. მოგებულ სასამართლოზე როდესაც თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მართალი და მიუხედავად ამისა, თანხა არ დაუბრუნეს, მერე კიდევ შედგა სარჩელი თანხის დაბრუნებაზე და მერე ისიც დაკმაყოფილდა, როგორც ვიცი. სადღაც რაღაც სამართალი ხომ უნდა არსებობდეს?! ადამიანს აქვს თანხა შეტანილი, ბანკის თანამშრომელმა ეს თანხა მისი ნებართვის გარეშე უკანონოდ და წამგებიანად განკარგა და უკან არ უბრუნებენ. ეს ხომ არსად ხდება? რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღძრავს, მითუმეტეს როცა ამ საერთო რაღაც კამპანიაში ჯდება, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების დაკავებასთან გარკვეულ თემებთან მიმართებაში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს განაგრძობს.