პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის პროპაგანდისტული განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს.
„პირველ რიგში, სწორედ კინზინგერის ეს პროპაგანდისტული მესიჯები გვიჩვენებს, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა თითქმის 15 წელია გაწყვეტილია, ამიტომ აქ რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რამეთუ ის არ არსებობს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ასე გამოეხმაურა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი.