ირაკლი ქადაგიშვილი: მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეები ცა და დედამიწასავით განსხვავდება

ირაკლი ქადაგიშვილი: მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეები ცა და დედამიწასავით განსხვავდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება.

მისივე თქმით, მაგნიტსკისგან განსხვავებით, სააკაშვილი იმყოფება კლინიკაში და ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ.

„ეს არის ექიმების შანტაჟი, რაც აღკვეთილი უნდა იყოს. რაც ახლა ხდება სააკაშვილის გარშემო, არის დაცინვა და პაროდია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეებს შორის სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მაგნიტსკის შემთხვევაში ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ მასთან ექიმი არ შეუშვეს, სააკაშვილი კი არის კლინიკაში და ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მაგნიტსკის აქტის“ თანაავტორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თხოვნით ქართულ სიაზე მუშაობს, საკითხებს მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან ათანხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბილ ბროუდერი ავრცელებს და წერს, რომ ის თემურ ალასანიას და სააკაშვილის უცხოელ ადვოკატს შეხვდა.