„ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სია“ მათი ავტორებისგან პიარკამპანიის წარუმატებელი მცდელობაა და სიის შექმნის მცდელობით კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ არასერიოზულობას.
„ეს სია მათი მხრიდან არის პიარკამპანიის წარუმატებელი მცდელობა. ვერავითარი სია ვერ იქნება. ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორი წარუმატებელიც არის თვითონ პარტია, რომ საკუთარი თავი თვითონვე ხელში შემოეშალათ და ამას აკეთებენ ბოლომდე, რომ საბოლოო წერტილი საკუთარ თავს თვითონ დაუსვან. მათ პოზიციას პრაქტიკულად სამასხარაოს ხდის და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ არასერიოზულობას“, - აცხადებს ხუნდაძე.
„მაგნიტსკის აქტის“ თანაავტორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თხოვნით ქართულ სიაზე მუშაობს, საკითხებს მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან ათანხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბილ ბროუდერი ავრცელებს და წერს, რომ ის თემურ ალასანიას და სააკაშვილის უცხოელ ადვოკატს შეხვდა.