„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.
მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ივანიშვილის იძულებას, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.
„არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომელიც ცდილობენ, რომ მრავალმხრივი ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე. ერთ-ერთი შემდგენელი არის სწორედ ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, ჩაერთოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და იძულების ერთ-ერთ ბერკეტად არის გამოყენებული სწორედ მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ჩვენც ვამბობთ, რომ აქ არის პოლიტიკური შემადგენელი. რა უნდა იყოს ამის მიზეზი, ეს კითხვა დავსვით მაშინ, როდესაც შეხვედრა იყო ბატონ ბიძინასთან კელი დეგნანის მხრიდან. ეს შეხვედრა თავიდან უარყოფილი იყო, თითქოს არ ყოფილა და შემდეგ აღიარეს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ პოლიტიკაში ჩართვას, რომ მას მიეღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებასაც დღეს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იღებს“, - აცხადებს ხუნდაძე.
ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნდა სტატია, სადაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს აგრძელებს