კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარი გვერდიდან პასუხობს ყოფილ ამერიკელ კონგრესმენს ადამ კინზინგერს:
"ბიბლიური ადამი ედემში, ცოდვით დაცემის შემდეგ, მამა ღმერთს დაემალა საკუთარი სიშიშვლის შერცხვა. და შენ ადამ?!
15 წელია რუსეთის ელჩი გაძევებულია საქართველოდან.
აღარაფრის აღარ გრცხვენია?!"
შეგახსენებთ რომ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ასე გამოეხმაურა - "საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი?"