ირაკლი ქადაგიშვილი: კასიანოვის გაუწონასწორებელი განცხადებები დამაზიანებელია თვითონ იმ უკრაინელებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს და მათ დამატებითი შფოთვისა და დაძაბულობის პირობას უჩენს

ირაკლი ქადაგიშვილი: კასიანოვის გაუწონასწორებელი განცხადებები დამაზიანებელია თვითონ იმ უკრაინელებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს და მათ დამატებითი შფოთვისა და დაძაბულობის პირობას უჩენს

კასიანოვის გაუწონასწორებელი განცხადებები დამაზიანებელია თვითონ იმ უკრაინელთათვის, ვინც აქ ცხოვრობს, ამ ადამიანებს დამატებითი შფოთვისა და დაძაბულობის პირობას უჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს კასიანოვი და დიპლომატიური ხაზით ეს დემარშის ნაბიჯი გადადგეს. აქედან გამომდინარე განაცხადა, რომ კონტექსტიდან ამოღებულია მისი ნათქვამი, ეს სტანდარტული განცხადებაა, რომ პირდაპირ კითხვაზე პასუხს თავი აარიდოს. ჩვენ მრავალჯერ მოვისმინეთ მისი ეგ განცხადებები და რას ნიშნავს ისინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ეს არ არის კასიანოვის პირადი პოზიცია, რადგან ის არის რიგითი დიპლომატი, ელჩიც არ არის, მოვალეობის შემსრულებელია. ეს არის გარკვეულწილად იმ ნარატივის გაგრძელება, რომ საქართველოში გარკვეულწილად მოხდეს უნდობლობის ჩამოგდება მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რათა გამოიყენონ ესკალაციისთვის. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს უკრაინაში ომს წაადგება, ვერანაირად ეს ვერ მოხდება, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ თავშეკავებულები ასეთი განცხადებების მიმართ მაგრამ, არის ხოლმე ზღვარი, რომლის იქითაც სახელმწიფოც და პოლიტიკაც ვალდებულია პასუხი გასცეს. ამასთან ერთად ეს არის დამაზიანებელი ადამიანის დონეზე, როდესაც რიგითი მოქალაქეები რა განწყობითაც ვართ უკრაინელ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ვინც, თუნდაც აქ არიან ჩამოსულები, ეს ამასაც აზიანებს. თვითონ დამაზიანებელია იმ უკრაინელთათვის, ვინც აქ ცხოვრობენ, ამ ადამიანებს დამატებითი შფოთვისა და დაძაბულობის პირობას უჩენს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ასეთი გაუწონასწორებელი განცხადებები“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.