გურამ მაჭარაშვილი კინზინგერის განცხადებაზე: ანტიამერიკული განცხადება, როდესაც ყოფილი კონგრესმენი ტყუილზე ამბობს, რომ ეს არის სიმართლე

გურამ მაჭარაშვილი კინზინგერის განცხადებაზე: ანტიამერიკული განცხადება, როდესაც ყოფილი კონგრესმენი ტყუილზე ამბობს, რომ ეს არის სიმართლე

ანტიამერიკული განცხადებაა, როდესაც ყოფილი კონგრესმენი ტყუილზე ამბობს, რომ ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ადამიანი, როდესაც ტყუილზე ამბობს რომ არის სიმართლე და პირიქით, ბუნებრივია, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს კი არ უწყობს, პირიქით - უშლის. რაც ირაკლი კობახიძემ მოიყვანა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან რუსეთში არასანქცირებული პროდუქტი არ შედის და ამ ფონზე, როდესაც შენ, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ამბობს, რომ ეს არის ტყუილი და რუსეთთან ურთიერთობაში კარგად არიან ქართველები და ა.შ. ეს არის სწორედ ანტიამერიკული განცხადება, როდესაც ყოფილი კონგრესმენი ტყუილზე ამბობს, რომ ეს არის სიმართლე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც ის საქართველოს რუსეთის სიყვარულში ადანაშაულებს, საპარლამენტო უმრავლესობაში სიცრუის ტირაჟირების მცდელობად აფასებენ. მმართველ პარტიაში ყოფილ კონგრესმენს ურჩევენ, განცხადების გაკეთებამდე წყაროს სანდოობა გადაამოწმოს.

რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ-ის" ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფაქტი მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებულ ინფორმაციას „ქრთული ოცნების“ თავმჯდომარემ, კონკრეტული სტატისტიკით უპასუხა.