ირაკლი ქადაგიშვილი: ლავროვის გზავნილმა გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს - ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მისი ამ გზავნილით არის დაფრთიანებული

ირაკლი ქადაგიშვილი: ლავროვის გზავნილმა გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს - ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მისი ამ გზავნილით არის დაფრთიანებული

ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკურსი არ უნდა ავაგოთ პირობითად ლავროვის განცხადების გარშემო. ასეთ შემთხვევაში ლავროვის გზავნილი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„უნდა გავითავისოთ ერთი რამ: განცხადებები, რომლებიც კეთდება თუნდაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ძალიან გონივრულად უნდა გავაანალიზოთ. განცხადებები, სადაც ბევრი პროვოკაციული გზავნილია ჩადებული, ამ პროვოკაციულ გზავნილებზე არ უნდა წამოვეგოთ. ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკურსი არ უნდა ავაგოთ პირობითად ლავროვის განცხადების გარშემო. ჩვენ მაქსიმალურად ნეიტრალურები უნდა ვიყოთ მათ ამ გზავნილებზე რეაგირების კუთხით. ასეთ შემთხვევაში ლავროვის გზავნილი ვერ მიაღწევს თავის მიზანს. ლავროვის გზავნილმა გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს, როდესაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მისი ამ გზავნილით არის დაფრთიანებული. ჩვენი პასუხი იყო მარტივი: თუ აღადგენენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არაფერი გვითხოვია. ამ პასუხით ჩვენ ამ დისკუსიას წერტილი დავუსვით“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

merab თქვენ (ქ. ოცნებამ) რომ მოასუქეთ და გააძღეთ ნაც გეი პარტია, ლავროვი რა მოსატანია!
მკვდარი პარტია გააცოცხლეთ და იქეთ მოგიტრიალდათ და გხმარობთ.
ლავროვიო, კაცოუუუ! ლავროვიო!
2 წლის უკან