ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ფონდმა ქართუმ“ დედაქალაქს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გადასცა, ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი

ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ფონდმა ქართუმ“ დედაქალაქს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გადასცა, ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი

„ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

„ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს. „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია, „ფონდ ქართუს“ გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს წარმოადგენს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს.