მიმდინარე წლის 16 იანვარს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევანჩიკვაიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისმოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე, “საქართველოს ფოსტის” გენერალურიდირექტორი ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისპრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური და სამეცნიეროწრეების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევანჩიკვაიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის 100 წლისიუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.