„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა.
„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხვდა ბელარუსი რუსეთთან ერთად ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტში არის ის, რომ თავად უკრაინამ მოითხოვა, მინსკი ამ სიაში არ შეეყვანათ“, - დაწერა იოზვიაკმა Twitter-ზე.