ინგრედიენტები
1 ს/კ ფქვილი
1 ცალი დიდი შესაწვავი პარკი
4 ცალი საშუალო მჟავე ვაშლი
2 ჭიქა ვაშლის წვენი
1 ჭიქა ქიშმიში
1/2 ჭიქა დაპრესილი ყავისფერი შაქარი
1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1 ცალი უძვლო მოხარშული ლორი(2.5კგ)
მომზადება
ჩაყარეთ ფქვილი შესაწვავ პარკში და მოათავსეთ 22X33 სმ ზომის უცხიმო საცხობ ლანგარზე. გადაიტანეთ გათლილი და დაჭრილი ვაშლი, ვაშლის წვენი, ქიშმიში, ყავისფერი შაქარი და დარიჩინი პარკში. კარგად აურიეთ. დაუმატეთ ლორი და გადაკეტეთ. პარკზე ზემოდან 1 სმ–იანი 6 ცალი ჭრილი გააკეთეთ.
აცხვეთ 175 C-ზე დაახლოებით 2–2 ¼ საათით. მიირთვით სოუსთან ერთად.