საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერი დიდი ალბათობით ნიკა მელიას შურისძიებაა.
„გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც დიდი ალბათობით ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ერთი მთავარი საკითხი ჩანს - ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები. მათ არანაირი ეროვნული ინტერესები არ გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ ერთი რამ, რაც კარგია - ყველაფერ ამას თვითონ ამტკიცებენ და ასაჯაროებენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.