ბექა დავითულიანი: ანდრეი კასიანოვის მოთხოვნა ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება

ბექა დავითულიანი: ანდრეი კასიანოვის მოთხოვნა ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველო არ არის ნატოს წევრი, საქართველოს არ იცავს არცერთი უსაფრთხოების ქოლგა, გარდა საკუთარი ჯარისა და ხელისუფლებისა. აგვისტოს ომის მსგავსი უსაფრთხოების რისკები რომ არ გავუმეოროთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, ხოლო კასიანოვის მოთხოვნა ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება. ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნდა. საერთოდ, მეგობრული ჟესტია, როდესაც ვიღაცას რაღაცას სთხოვ და ამ თხოვნის შემდეგ მის თანხმობას ან უარს ელოდები“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.