გურამ მაჭარაშვილი: ანდრეი კასიანოვის განცხადება იყო პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის

გურამ მაჭარაშვილი: ანდრეი კასიანოვის განცხადება იყო პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება იყო პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის.

„ჯერ ერთი, ეს შეიარაღება ნაჩუქარი არ ყოფილა, მასში ფული იყო გადახდილი. რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, შენს პარტნიორ ქვეყანას პირდაპირ შესთავაზო, დაგეხმაროს ძველი „ჯაველინებით“, აშშ კი შემდეგ საქართველოს ახალ „ჯაველინებს“ გადასცემს. ამას მგონი საქართველოში სკოლის მოსწავლეც კი არ დაიჯერებს. ვინმეს სჯერა, რომ აშშ საქართველოზე ზრუნავს იმ დონეზე, რომ ახლა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაშია, მაგრამ ახალი „ჯაველინები“ უფრო საქართველოს სჭირდება?“ - აცხადებს მაჭარაშვილი.

ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.