ინგრედიენტები
1 ცალი პიცის ცომი
2 ჩ/კ გამდნარი კარაქი
1/4 ჭიქა ნუტელა
1/2 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები
2 ს/კ რძიანი შოკოლადის ნატეხები
2 ს/კ თეთრი შოკოლადის ნატეხები
2 ს/კ მოხალული თხილი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე, ღუმელის ცხაური ღუმელში ქვემოთ მოათავსეთ. დააფინეთ პერგამენტი.
ცომი 23 სმ ზომის წრედ გააბრტყელეთ და წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ.
თითებით ცომის მთელ ზედაპირზე ჩაღრმავებები გააკეთეთ.
ცომს კარაქი გადაუსვით და აცხვეთ გახრაშუნებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 20 წუთით.
ღუმელიდან გამოღებისთანავე გადაუსვით ნუტელა, შემდეგ მოაყარეთ ნახევრადტკბილი, რძიანი და თეთრი შოკოლადის ნატეხები.
აცხვეთ 1 წუთით, სანამ შოკოლადი დადნობას დაიწყებს.
მოაყარეთ დაჭრილი მოხალული თხილი.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.