ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას ჩანაწერს ამაზრზენი უწოდა: „ყველაფერი აზრს კარგავს, ამის შემდეგ“

ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას ჩანაწერს ამაზრზენი უწოდა: „ყველაფერი აზრს კარგავს, ამის შემდეგ“

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე" წერს.

მისი თქმით, ამაზე "დიდი საზიზღრობა არ არსებობს".

"ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის".