ლევან მამალაძემ პროკურატურას 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა

ლევან მამალაძემ პროკურატურას 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა

ლევან მამალაძემ საზოგადოებრივმა პლატფორმა „დაიცავი მშვიდობას“ სახელით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა, რომელიც 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებას უკავშირდება.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიტანეთ განცხადება 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როცა დღეს [მიხეილ სააკაშვილს] რაღაც გაუგებარ დანაშაულზე ედავებიან და არ ედავებიან დანაშაულზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რამაც ჩვენი მარცხი გამოიწვია. მთავარი შესასწავლი თემა ის არის, რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილს პირადად პუტინთან, სააკაშვილის რეჟიმს რუსეთთან და რა მიიღო საქართველომ“, - განაცხადა მამალაძემ.

არაგველი641 მიდი ლევან დასცხე! ეგ იქნება "დიდგორის" ბრძოლა, მაგ ბრძოლის მოგების შემთხვევაში საქართველო სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება!
2 წლის უკან