საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, უკრაინისთვის იარაღის გადაცემას და სხვა ტიპის სამხედრო დახმარებას, ეს ნიშნავს საქართველოს ომში პირდაპირ ჩართვას.
„კასიანოვის მიერ ნახსენებ სამხედრო აღჭურვილობაში, ე.წ. ბუკებში, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადმოსცა, თავის დროზე, საქართველოს შესაბამისი თანხა აქვს გადახდილი. ეს არ იყო ნაჩუქარი. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის გადაცემას და სხვა ტიპის სამხედრო დახმარებას, ეს ნიშნავს საქართველოს ომში პირდაპირ ჩართვას. ანდრეი კასიანოვს ვურჩევ, თუ მსგავსი წესები არ იცის, კარგად გაეცნოს და შემდეგ მოსთხოვოს საქართველოს ამ ომში ჩართვა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.