„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერს, იაგო ხვიჩიას არ სჯერა რომ ყოფილ პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვინმე წამლავს. ამის შესახებ მან „მაგნიტსკის სიაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ და აქედან გამომდინარე, "მაგნიტსკის სიებზე" მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ვიღაც ანადგურებს და ამიტომ სადღაც სიაში უნდა შევიყვანოთ, ჩემი აზრით არ იქნება პერსპექტიული“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს ქართული გვარებით მსგავსი სიის შედგენა სთხოვა; სააკაშვილმა ბილ ბროუდერს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს ახალი სიის შედგენაში. „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ექსპრეზიდენტს „წამებით კლავენ“.