სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა. აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ  3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც  გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.  

ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში - 730 233 ლარი. წყალმომარაგების სექტორში - 348 319 ლარი. 

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O